weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩეჩნეთში რამზან კადიროვთან შესახვედრად უცხოელი ჟურნალისტები ჩაიყვანეს

10:02 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

გროზნოში ოცამდე უცხოელი ჟურნალისტი ჩაიყვანეს, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში ჩეჩნთის მეთაურ რამზან კადიროვს შეხვდებიან. „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და საქართველოდან არიან.

გროზნოში ჟურნალისტები რელიგიურ ადგილებს და კულტურულ ობიექტებს დაათვალიერებიან. ისინი ჩეჩნეთის ყოფასთან პირადად გაცნობის მიზნით და არსებული სტერეოტიპების გასაქარწყლებლად არიან ჩასულები.

„ჩვენ მოგიწვიეთ ჩეჩენი ხალხის ცხოვრების გასაცნობად იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, აქ სტაბილური და მშვიდი ვითარებაა. გაიქარწყლეთ მითი, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებები ირღვევა. აქ შუასაუკუნეები არ არის როგორც ამის წარმოჩენას დასავლეთი ცდილობს. ჩეჩნეთი ჩვენი ქვეყნის [რუსეთის] ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონია და ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ“, - განაცხადა ჩეჩნეთის ნაციონალური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა, რომელიც უცხოელ სტუმრებს აეროპორტში დახვდა.

ჟურნალისტებთან ერთად გროზნოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ბოლო დროს რუსულ და დასავლურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რასაც ჩეჩნეთის მთავრობა უარყოფს. რამზან კადიროვმა გამოქვეყნებულ მასალებს არაერთხელ უწოდა სიცრუე და პროვოკაცია.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]