weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გიორგი გახარია 15 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა

14:51 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია 15 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება და მზადდება ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

„პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციში.

პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. გახარია ბაქოში 9 ოქტომბერს იმყოფებოდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]