weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აზერბაიჯანელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ

10:20 კვირა, 30 ივლისი 2017
ფოტო სპორტსმენების აქციიდან ფოტო სპორტსმენების აქციიდან ფოტო © Azxeber.com

აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მოჭიდავეები უარს ამბობენ პარიზში გამგზავრებაზე, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სპორტსმენებმა, რომელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ტოგრულ ასკეროვიც იყო, ბაქოში აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ უკვე 15 თვეა ხელფასი არ აუღიათ.  

ფინანსური პრობლემების გამო მოჭიდავეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც პარიზში 21-26 აგვისტოს ჩატარდება, არამედ ასევე 1-6 აგვისტოს ფინეთში გასამართ საერთაშორისო ახალგაზრდულ ჩემპიონატსაც.

მოჭიდავეები აცხადებენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ინფორმირებულია, თუმცა არაფერს აკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]