weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კადიროვის ვიდეომიმართვამ მის ავადმყოფობაზე ეჭვები გაამძაფრა

14:36 ორშაბათი, 25 მაისი 2020

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მოსახლეობას ურაზა-ბაირამის დღესასწაული ვიდეოკლიპით მიულოცა, თუმცა თვითონ კადრში არ გამოჩენილა.

გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ აღნიშნავს, რომ ინფორმაცია რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ ჯერ კიდევ 21 მაისს გავრცელდა. რუსული მედია წერდა, რომ კონფიდენციალური წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის მეთაური, კორონავირუსზე ეჭვის გამო, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა ეს ინფორმაცია უარყო, კადიროვის მრჩეველმა ადამ დელიმხანოვმა კი განაცხადა, რომ კადიროვის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს.

რამზან კადიროვი, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ადგილობრივი არხების ვიდეორეპორტაჟებში აღარ გამოჩენილა, მაშინ როდესაც მანამდე მას ტელევიზიით ხშირად ხედავდნენ. რამზან კადიროვის გამოსვლები 10 და 15 მაისს გაუშვეს ადგილობრივი არხის ახალ ამბებში. ამის შემდეგ, არხმა კიდევ რამდენჯერმე აჩვენა ჩეჩნეთის მეთაურის კადრები, თუმცა ყველა მათგანში ის ერთი და იმავე ტანსაცმლით და ერთსა და იმავე ფონზე ჩანდა.

23 მაისის საღამოს კადიროვის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეოკლიპი, რომელიც მისი რეზიდენციის ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრებში ჩანს მეჩეთი, თუმცა არ ჩანს, თუ ვინ იღებს ვიდეოს. კადრებს ახლავს ხმა, რომელიც რამზან კადიროვის ხმას ჰგავს და რომელიც მორწმუნეებს ურაზა-ბაირამის დადგომას ულოცავს, - იუწყება „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტი.

„ საღამო მშვიდობისა, მინდა მოგილოცოთ მარხვის დასრულება... ამ წელს ბევრი სირთულე ახლდა ეპიდემიის გამო. ბევრი შეშინდა, მათ ვერ დავძრახავთ, რადგან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მინდა, მივმართო ჩეჩენ ხალხს. ჩეჩნეთში, წინა წელთან შედარებით 216 ადამიანით ნაკლები გარდაიცვალა, დაიბადა 50 ბავშვით მეტი ბოლო ოთხ თვეში - იანვრიდან აპრილამდე. ეს ღვთის წყალობაა... თუ ღვთის ნება იქნება, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. გაუმარჯოს ჩემს საყვარელ ჩეჩენ ხალხს“ - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც გამოცემა წერს, ეს ვიდეოკლიპი ასევე გამოაქვეყნა გამოცემამ „ჩეჩნეთი დღეს“ სათაურით „რამზან კადიროვმა გროზნოში რუსეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის მილოცვა ჩაწერა“. მსგავსი ტექსტით გამოქვეყნდა კლიპი 24 მაისს ინსტაგრამში, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის გვერდზე.

ვიდეოს ახლავს 900-მდე კომენტარი, რომელშიც მოქალაქეთა ნაწილი კმაყოფილებას გამოხატავს, ნაწილი კი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს კადიროვის ხმა არაა. მომხმარებლებს უკვირთ, რომ კადრში თვითონ კადიროვი არ ჩანს. „ეს მისი ფორმატი არაა, როგორც წესი, ასეთ დროს მას ჟურნალისტები იღებენ, აქ კი ვიღაც დადის რეზიდენციის ტერიტორიაზე და ისმის ხმა, რომელიც კადიროვის ხმას ჰგავს“, - უთხრა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „უმარის“ წარმომადგენელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთში, 25 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის 1 112 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 660 და გარდაიცვალა 13 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]