weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ასეთი ტემპით იტალიის სცენარი განმეორდება“ - სომხეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

11:38 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

"გუშინ გაირკვა, რომ ჩემი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მუშაობას განვაგრძობ სახლიდან. არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა რადგან სამხედრო ნაწილების მონახულებას ვაპირებდი, ტესტის გაკეთება ამიტომ გადავწყვიტე",- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსი დაუდგინდა ნიკოლ ფაშინიანის ოჯახსაც. პრემიერის თქმით, ვირუსი სავარაუდოდმ ერთ-ერთ სხდომაზე გადაედო ოფიციანტისგან, რომელსაც მომსახურებისას ხელთათმანი არ ეკეთა.

"შევნიშნე, რომ ხელთათმანი არ ეკეთა და შენიშვნა მივეცი, თუმცა ვეჭვობ, რომ მანამდეც ხელთათმანის გარეშე მუშაობდნენ. ამ ოფიციანტსაც კორონავირუსი დაუდგინდა", - ამბობს ფაშინიანი

პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სომხეთის ეპიდსიტუაციაზე. „ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფარდებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ირანის და საფრანგეთის მაჩვენებლებს გადავაჭარბეთ, გავუთანაბრდით რუსეთისას და თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებთ, იტალიის სცენარი განმეორდება“,- განაცხადა პრემიერმა.

სომხეთის რესპუბლიკაში 13 ივნისამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ეკონომიკური და სხვა ტიპის შეზღუდვები უკვე მოხსნილია.

სომხეთში, 1-ლი ივნისის მონაცემებით 9,402 ინფიცირებულიდან 3,402 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა დადასტურდა კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 8 პაციენტი გარდაიცვალა, სულ დაღუპულია 139 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]