მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა არც სომხეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქ ჯამში 10,009 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 3,427 გამოჯანმრთელდა, 158 კი დაიღუპა. 6 424 ადამიანი კვლავ განაგრძობს მკურნალობას. ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, არ გამორიცხა, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, სომხეთში შესაძლოა იტალიის სცენარი გამეორდეს.
არ არის ინფორმაცია ახალ შემთხვევებზე აზერბაიჯანში, სადაც კორონავირუსით ჯამში 5662 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაცვლილია 68 ადამიანი 2086 კი ამ დრომდე მკურნალობს.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია თურქეთშიც, სადაც ჯამში 164,769 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 4,563 ხოლო გამოჯანმრთელებულია 128,947 ადამიანი.