weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაღესტნისა და ინგუშეთის მორწმუნეები მეჩეთების გახსნას ნაადრევად მიიჩნევენ

12:17 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს შეთავაზებამ მეჩეთების გახსნასთან დაკავშირებით, დაღესტნისა და ინგუშეთის მორწმუნეებისგან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შესახებ „კავკასკი უზელი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეზობელი რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ჩეჩნეთში, 1 ივნისიდან დაშვებულია მეჩეთებში შეკრება და კოლექტიური ლოცვა, როგორც ქალაქის, ისე რაიონის მეჩეთებში.

დაღესტნისა და ინგუშეთის მორწმუნეებს მიაჩნიათ, რომ მეჩეთის ვიზიტორებისაგან უსაფრთხოების ზომების დაცვას არ უნდა ელოდონ, სწორედ ამიტომ, დაღესტნის დედაქალაქის, მახაჩყალას მეჩეთის იმამებმა ამჯობინეს მეჩეთები არ გაეხსნათ და ეპიდემიოლოგების დასკვნას დალოდებოდნენ. მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მეჩეთებში კოლექტიურ ლოცვას ასევე გამორიცხავს ყაბალდო-ბალყარეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოც.

მეჩეთები მომლოცველებისათვის ღიაა საქართველოში, თუმცა მორწმუნეები შემცირებული რაოდენობით დადიან და დისტანციის დაცვით ლოცულობენ.

ჩრდილოეთ კავკასიაში, კორნავირუსით ყველაზე მეტი, 287 ადამიანი, დაღესტანში გარდაიცვალა.

3 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, დაღესტანში სულ 5341 ადამიანია ინფიცირებული. კოვიდინფიცირების 3104 შემთხვევაა დაფიქსირებული ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთში - 3052. 2197 კოვიდინფიცირებულია ინგუშეთში, 1276 - ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთში კი ვირუსით ინფიცირების 1278 შემთხვევაა დადასტურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]