weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

515 ახალი შემთხვევა სომხეთში - ფაშინიანი კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს

15:18 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

ბოლო დღე-ღამეში, სომხეთში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 10 524-მდე გაიზარდა. გაუარესებული ვითარების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანტიეპიდემიური მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

„არავითარი სენტიმენტები, დღეს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ. წესების დაუცველობის გამო ჩვენ ან დავუბრუნებთ უნივერსალურ აკრძალვებს, რომელსაც თან ახლავს კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები, რითაც ქვეყანას ახალი ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების საფრთხის წინაშე დავაყენებთ, ან ჩვენ, ყველანი ერთად-სახელმწიფო, საზოგადოება, მოქალაქეები საერთო ძალისხმევით ავიღებთ სიტუაციაზე კონტროლს და ძალიან მალე მივიღებთ შედეგს.

ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ეპიდემიის წესების დასაცავად კონტროლი გამკაცრდეს.

ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს ორშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მას შემდეგ პრემიერ-მინისტრი იზოლაციაშია და დისტანციურად მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]