ილჰამ ალიევს ბოსნიური წარმოშობის ოსმალთა გენერლის და 1461 წელს სარაევოს დამაარსებლის, ისა-ბეი ისაკოვიჩის სახელობის ჯილდო გადაეცემა, რომელსაც აკადემიკოსთა ასოციაცია ბოსნია-ჰერცეგოვინის ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს უწოდებს. აღნიშნული ჯილდოს კრედოა "მეგობრის ძიებაში", ხოლო მის ლაურეატებს შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც არის.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აკადემიკოსთა ასოციაციამ ამ გადაწყვეტილებისთვის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსთა აზრით, აზერბაიჯანის ლიდერი, რომელსაც წლებია კორუფციასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, ჯილდოს არ იმსახურებს.
ცნობილა, რომ ილჰამ ალიევი ჯილდოს მისაღებად სარაევოში გაემგზავრება, რაც ამ ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.