weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს - პეტიცია

11:11 პარასკევი, 05 ივნისი 2020

"ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად."- ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება.

გუშინ, ოთხ ივნისს, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობაშია, როდესაც ყველა პაციენტის დროულად ჰოსპიტალიზაცია ვეღარ ხერხდება. სომხეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მიღმა ინფიცირებულია კიდევ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11 817-ს მიაღწია. გარდაცვლილია 183 ადამიანი.  კოვიდ 19 დაუდგინდა ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]