weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NGO-ები მოუწოდებენ მთავრობას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

14:31 პარასკევი, 05 ივნისი 2020

მიმართვას ხელს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სომხეთის მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას კრიზისის დაძლევაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ უნდა განხორციელდეს. კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება მოხდეს და მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას“, - ნათქვამია მიმართვაში.

ჯერ კიდევ 24 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებული 186 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან 154 უკვე დაკავებული იყო. გუშინ, 4 ივნისს, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი უკვე „იმ მდგომარეობაშია, როდესაც ყველას დროულად ჰოსპიტალიზებას ვეღარ ახერხებს“. მანამდე ფაშინიანმა სომხეთში იტალიის სცენარის განმეორების საფრთხეზე ისაუბრა.

5 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კოვიდინფიცირების 11 817 შემთხვევაა, მათგან 596 ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. გარდაცვლილია 183 ადამიანი.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახერხებს როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის კონტროლს, ისე ინფიცირებულთა ეფექტურ მკურნალობას. ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოში არსებულ მარაგებსა და სამედიცინო რესურსებზე გვაფიქრებს, რომ ფართომასშტაბიანი რისკების თავიდან აცილების დათქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია“.

„პანდემიური ვითარების შესამსუბუქებლად და მასშტაბური სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სოლიდარობა და თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა. მიმდინარე ეპიდემია სამომავლოდ იმ ქვეყნებშიც გაზრდის დაავადებების ახალი ტალღების გაჩენის რისკს, სადაც ამ დროისთვის COVID-19-ის კონტროლი ეფექტურად მიმდინარეობს“ - ვკითხულობთ მიმართვაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასევე გამოვხატავთ მზადყოფნას, საკუთარი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, დაეხმარონ სომხეთში მომუშავე კოლეგებს.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • კავშირი საფარი
  • პლატფორმა სალამი (Salam)
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]