weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთის პრემიერი და მისი ოჯახის წევრები Covid-19-სგან გამოჯანმრთელდნენ

15:22 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები კორონავისუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ფაშინიანი Facebook-ზე წერს.

„ხელახალ ტესტირებაზე პასუხი ახლახანს მივიღეთ და ის ყველას უარყოფითი გვაქვს. უარყოფითი პასუხები მივიღეთ გუშინაც. რა თქმა უნდა, უნდა გადავხედოთ ჩვენი ინფიცირების ვადებსა და გარემოებებს, მაგრამ მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელად ვართ და იმუნიტეტი გაგვაჩნია“, – აღნიშნავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, სრულფასოვან მუშაობას უბრუნდება.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 195-ით გაიზარდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სომხეთში COVID-19-ის 13 325 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, 4 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.   

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]