weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სომხეთის გენშტაბის უფროსმა პანდემიის დროს შვილს ქორწილი გადაუხადა

17:07 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არტაკ დავთიანმა, კარანტინის დროს შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქორწილის ცერემონია ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. აგარაკის შესასვლელთან კი ათეულობით მანქანა იდგა, მათ შორის სახელმწიფო სანომრე ნიშნით.

გენერალ-ლეიტენანტმა არტაკ დავთიანმა, საქორწილო ცერემონიის შესახებ კომენტარი გააკეთა: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ დამნაშავე ვარ, ვიღებ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, მაგრამ შესაბამისმა ორგანოებმა გამოიკვლიონ“, - განაცხადა მან.

გენშტაბის უფროსი მედიას მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ ოჯახის პირად საკითხებში. მისივე თქმით, ყველას აქვს კონფიდენციალურობის უფლება.

სომხური საინფორმაციო საშუალება „ფაქტორი“ იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის ბრძანებით, კომენდანტი ტიგრან ავინიანი პოლიციელების თანხლებით ეწვია არტაკ დავთიანის აგარაკს და ცერემონია შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]