სამი დაშავებული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.
„მერვე კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში ყუმბარა მოიტანა, რომელიც კომპიუტერების საკლასო ოთახში აფეთქდა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა. ბიჭი, რომელმაც სკოლაში ყუმბარა მიიტანა, დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.