მთავრობის განცხადებით, გარემოებები, რის გამოც 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ჯერ არ არის აღმოფხვრილი, რაზეც კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მიუთითებს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ინფექციის შემდგომი გავრცელება და ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით დაავადების დადასტურებული შემთხვევები 612-ით გაიზარდა და მთლიანობაში 15 281 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა, 14 მაისს კი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.