weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

17:04 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში დღეს მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სააგენტო „ინტერფაქსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად მოკლულები არიან ორი სამოქალაქო პირი, პოლიციელი და როსგვარდიის თანამშრომლი.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მათი წყაროს თქმით, კონფლიქტში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქედან, სროლის შედეგად, შვიდი დაიჭრა.

ინგუშებს შორის დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური უთანხმოება გახდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ორ ნათესავს შორის მიწის გამო დაწყებული დავა. 

BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ ინგუშეთში, ბოლო პერიოდში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სროლის მიზეზი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი გახდა. მარტის დასაწყისში, ნაზრანის რაიონის სოფელ ეკაზევოში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ორი პოლიციელი. ინციდენტის მიზეზი, მედიის ცნობით, შესაძლოა ორ გვარს შორის კონფლიქტი გამხდარიყო. მაისის ბოლოს მსგავსი ინციდენტი მოხდა სოფელ სურხახში. მაშინ საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობებით ხუთი ადამიანი მოხვდა. მედიის ინფორმაციით, სროლა რელიგიურ კლანს შიგნით არსებულ განხეთქილებას მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]