weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სომხეთში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:26 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 698-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„665 ახალი შემთხვევა გვაქვს. ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენიძვირფასი თანამემამულეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები ძვირფას ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, 18 ივნისის დილის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 309-მდეა გაზრდილი, გამოჯანმრთელებულია 7560 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]