weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კადიროვის კრიტიკოსი მოკლეს ავსტრიაში, სადაც ის თავშესაფარს ითხოვდა

13:17 კვირა, 05 ივლისი 2020

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე ქალაქში რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი მამიხან (ანზორ) უმაროვი მოკლეს. გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, უმაროვი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, მათ შორის, Youtube-ზე საკუთარი ჩეჩნურენოვანი არხის საშუალებით.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, მკვლელობის საქმეზე ასევე წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ავსტრიის პოლიციაში დაუდასტურეს.

„მოკლულია რუსეთის 43 წლის მოქალაქე, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი იყო. მანამდე სროლა მოხდა. გარემოებები ზუსტდება. ქალაქ ლინცში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულია სავარაუდო მკვლელი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა“, - განაცხადეს ავსტრიის პოლიციაში.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მამიხან უმაროვი ამბობდა, რომ იჩქერიის სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო და ირწმუნებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება ევროპაში ჩეჩენ სეპარატისტებსა და პოლიტემიგრანტებზე განხორციელებული თავდასხმები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]