weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთის პრემიერის მეუღლემ აზერბაიჯანელ ქალებს მიმართა

18:42 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოფიანი აზერბაიჯანელ ქალებსა და დედებს მიმართავს, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და საფრთხეში არ ჩააგდოს ბავშვები როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ მხარეს.

ანა აკოფიანმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ 12 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა, სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა დაიწყო, რის შედეგადაც, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე საათის განმავლობაში ოთხი სამხედრო დაკარგა.

„როგორც კამპანიის „ქალები მშვიდობის სახელით“ ინიციატორი, მივმართავ აზერბაიჯანელ ქალებსა და დედებს, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, არ ჩააგდონ საფრთხეში აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვების სიცოცხლე.

აზერბაიჯანელმა ქალებმა, დედებმა და დებმა უნდა ჰკითხონ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა შეიძინეს საკუთარი ახლობლების დაკარგვის, პირადი ტრაგედიის ფასად და რა უშლის ხელს პრობლემების განხილვას მშვიდობიან პირობებში, საპირისპირო მხარის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გზით.

სახელმწიფოს მეთაურებმა, განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც პანდემიამ მთელი მსოფლიო მუხლებზე დააჩოქა, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების მიზნით, ძალისხმევა უნდა მიმართონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და საერთო მტერთან - პანდემიასთან ბრძოლისკენ.

საყოველთაო დაზავების შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების გათვალისწინება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ სახელმწიფოთა ლიდერებს. ომებს უნდა ვერიდოთ, ყოველთვის არსებობს ალტერნატივა“, – წერს ანა აკოფიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]