weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ყარაბაღი ჩვენია“ – ბაქოში ჯარის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა

12:17 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

აზერბაიჯანის დედაქალაქში ჯარის მხარდასაჭერად აქცია-მსვლელობა გაიმართა. სააგენტო Turan-ის ინფორმაციით, რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო დროშებითა და შეძახილებით „ყარაბაღი ჩვენია“, „დიდება ჯარს“, „ჯარისკაცებო წინ“, „მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია“.

მსვლელობის დასაწყისში მოქალაქეებს სამართალდამცველები ახლდნენ და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. Turan-ის ცნობით, დაახლოებით ღამის 4 საათზე დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ შეძახილით „მობილიზაცია“. Turan წერს, რომ პოლიციის, სწრაფი რეაგირების განყოფილებისა და საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლებმა დემონსტრანტების შესაჩერებლად ზომები არ მიიღეს, ცოტა ხანში კი პარლამენტში შევიდნენ და ე.წ. დუბინკების გამოყენებით ხალხი გარეთ გამოაძევეს.

პოლიციამ პარლამენტის შენობიდან გამოძევებული დემონატრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

აზერბაიჯანი და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და არტილერიის გამოყენებაში. ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში შეტაკებები გრძელდებოდა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ 11 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, რომელთა შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკიც იყვნენ. სომხური მხარის ინფორმაციით, მოკლულია მათი ოთხი ჯარისკაცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]