weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

haqqin.az-ის სტატია დეზინფორმაციული ხასიათისაა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

18:55 ორშაბათი, 20 ივლისი 2020
ფოტოზე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფოტოზე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანული ონლაის გამოცემის haqqin.az-ის სტატიას, რომლის მიხედვითაც, სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს, დეზინფორმაციას უწოდებს.

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ - გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება.

„ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ონლაინ გამოცემა haqqin.az-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომლის მიხედვითაც, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია შევიდა.

დღეს, 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სერბეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, დანიცა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შეხვდა. სააგენტო apa.az-ის ინფორმაციით, „შეხვედრაზე, მიღებული სანდო და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, ხალაფოვმა აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის, ნაღმტყორცნები და სხვადასხვა კალიბრის იარაღი, სერბეთიდან სომხეთში ჩავიდა“. თავის მხრივ სერბეთის ელჩმა თქვა, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]