weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს ჩეჩნეთში „სანქციები“ დაუწესა

17:59 პარასკევი, 24 ივლისი 2020

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წინააღმდეგ „რესპუბლიკაში არსებულ ყველა სანქციას“ აწესებს, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს უბლოკავს. თათბირის ის ნაწილი, სადაც კადიროვი ამაზე საუბრობს, სახელმწიფო ტელეარხმა „გროზნიმ“ გაავრცელა.

კადიროვმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაკვირვება იმის გამო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ.

„თუ ჩვენთან, რესპუბლიკაში ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, მე რა შუაში ვარ? თუ ამერიკაში კანის ფერის გამო მოკლეს ადამიანი, ჩვენ ხომ არ ვეუბნებით სახელმწიფო მდივანს, პომპეოს, რომ ის არის დამნაშავე?... თუ მე ჩავიდინე დანაშაული, რა შუაში არიან ჩემი შვილები? სად წერია, რომ ქალიშვილები მამის ცოდვების და დანაშაულებების გამო პასუხს აგებენ? რა შუაშია ჩემი ცოლი, რომელიც საერთოდ არ ერევა არაფერში, არც პოლიტიკაში? ეს სასაცილოა“, - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მომხდარის გამო უნდა იამაყონ, რადგან ჩეჩნებს იცნობენ და მსოფლიო დონეზე განიხილავენ.

როგორც რამზან კადიროვმა თქვა, პომპეო ჩეჩნეთში ჰყავდა მიწვეული, რათა გაერკვიათ „ვინ ვის უფლებას არღვევს“, მაგრამ ახლა ამ მოწვევას აუქმებს.

20 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადროვი, მისი მეუღლე მედნი კადიროვა და ორი შვილი სანქცირებულთა სიაში შეყვანა. როგორც სახელმწიფო დეპარტამნეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში კადიროვის მონაწილეობის გამო მიიღეს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ბატონ კადიროვს ვაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მის მონაწილლეობას, მოჰყვება შედეგები მისთვის და მისი ოჯახისთვის და რომ შეერთებული შტატები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შემზარავ ქმედებაბშია ჩაბმული“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას რამზან კადიროვი რამდენჯერმე გამოეხმაურა. მან ვიდეოც ჩაწერა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჩეჩნეთში იწვევს იმისთვის, რომ გაარკვიონ „ვინ ვის უფლებებს არღვევს“.

ამერიკის შეერთებულ შტატებს რამზან კადიროვი 2017 წლიდან უკვე შეყვანილი ჰყავდა ე.წ. მაგნიტსკის სიაში, რაც ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]