weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთში სომხებზე თავდასხმები დესტაბილიზაციის მცდელობაა – ფაშინიანი

10:37 კვირა, 26 ივლისი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთში მცხოვრებ სომხებზე აზერბაიჯანელების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები არა მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტი-სომხური რიტორიკის გამოხატულებაა, არამედ რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციის და ეთნიკური შეტაკებების არენად მისი გამოყენების მცდელობაა. 

ამ საკითხზე ფაშინიანმა RBC TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს ანონსი მან Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ყველა საშუალება და შესაძლებლობა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილოს“, – განაცხადა ფაშინიანმა და რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყვნენ.

„ჩვენმა თანამემამულეებმა რუსეთში, თავის მხრივ, უნდა განაცხადონ, რომ არ უნდა აყვნენ პროვოკაციებს და რომ მესამე ძალები სამხრეთ კავკასიაში ამბიციური ანტი-სომხური მისწრაფებებით, დაინეტესებული არიან რუსეთის დესტაბილიზაციით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აცხადებს სომხეთის პრემიერი.

მისი სრული ინტერვიუ მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვის ფონზე, მოსკოვსა და პეტერბურგში რამდენიმე ჯგუფური დაპირისპირება მოხდა, რომლებშიც აზერბაიჯანელები და სომხები მონაწილეობდნენ.

აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის მონაკვეთზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკიც იყვნენ, ხოლო სომხეთმა ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ეს ამ რაიონში ყველაზე სერიოზული კონფლიქტია 2016 წლის აპრილის შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]