weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ში სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სასიკვდილო განაჩენი გააუქმა

11:26 შაბათი, 01 აგვისტო 2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ეთნიკური ჩეჩენის, 27 წლის ჯოხარ ცარნაევის წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა. ცარნაევი დამნაშავედ არის ცნობილი 2013 წელს, ბოსტონის მართონზე აფეთქების მოწყობაში, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ერთ-ერთი მოკლული 8 წლის ბიჭი იყო.

სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის საქმე საოლქო სასამართლოს ახალი განაჩენის გამოტანის მიზნით დაუბრუნა და დადგენილებაში აღნიშნა, რომ ცარნაევს მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს, ხოლო კითხვა, რომელსაც სასამართლომ უნდა უპასუხოს, მდგომარეობს შემდეგში - მოკვდება ის საკუთარი სიკვდილით, თუ სიკვდილით დასჯით.

2015 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ცარნაევი დამნაშავედ ცნეს ფედერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ 30-ვე ბრალდებაში, საიდანაც 17 სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

ადვოკატებს აფეთქების ორგანიზებაში ჯოხარ ცარნაევის ბრალი არ გაუსაჩივრებიათ, მათ სცადეს დაემტკიცებინათ, რომ ცარნაევი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, უფროსი ძმის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მათივე მტკიცებით, აფეთქების მთავარი ორგანიზატორი ტამერლანი იყო. დაცვის მხარე ასევე აცხადებდა, რომ 2015 წელს, ბოსტონის სასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანი, რადგან ნაფიც მსაჯულებზე გავლენა მედიაში ამ ამბის გაშუქებამ იქონია.

ჯოხარ ცარნაევი ეთნიკური ჩეჩენია, რომელიც ყირგიზეთში დაიბადა და ათი წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა. მან აშშ-ის მოქალაქეობა 2012 წლის 11 სექტემბერს მიიღო. ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან აფეთქება მან და მისმა უფროსმა ძმამ, ტამერლანმა მოაწყეს. ეს უკანასკნელი პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

ცარნაევი აშშ-ის ყველაზე დაცულ, კოლორადოს შტატში მდებარე ფედერალურ ციხეშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]