weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში 2021 წლის 11 იანვარამდე კარანტინი დაწესდა

10:03 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინი დაწესდა, რამაც აქამდე არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ჩაანაცვლა.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ოთხთვიანი კარანტინის პერიოდში შენარჩუნდება თითქმის ყველა ეპიდსაწინააღმდეგო წესის მოქმედება გარკვეული შემსუბუქებით. პირბადეების ტარება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ აუცილებელი მოთხოვნა იქნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, მანე გევორქიანმა განაცხადა, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს.

კარანტინის პერიოდში სომხეთის საჰაერო საზღვრები გაიხსნება, ხოლო სახმელეთო საზღვრებზე შეზღუდვები შენარჩუნდება. კერძოდ, სომხეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს ეკრძალებათ სახმელეთო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების გავლით ქვეყანაში შესვლა. ეს არ ვრცელდება სომხეთის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე, ლეგალურად ცხოვრების უფლების მქონეებზე და პირებზე, რომელბიც სომხეთში ჩადიან დაკრძალვისთვის თუ ისინი გარდაცვლილის ახლო ნათესავი არიან, აგრეთვე მძღოლებზე, რომლებიც სახელმწიფოთაშორისი ტვირთის გადაზიდვას ახორციელენ და სხვა პირებზე.

„რაც შეეხება, მაგალითად, სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებას, თუ ადრე 40-მდე ადამიანის მონაწილეობა იყო დაშვებული, ახლა 60-მდე ადამიანი შეძლებს მონაწილეობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი მკაცრი შეზღუდვა გადახედილია“, – თქვა მანე გევორქიანმა.

კარანტინის პერიოდში დაშვებული იქნება შეკრებების გამართვა პირადი დამცავი საშუალებების გამოყენებითა და მოქალაქეებს შორის 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვით.

საკარანტინო რეჟიმი საგანგებო მდგომარეობისგან განსხვავდება უფლებების შეზღუდვით, გამოყენებული ინსტრუმენტების სიმკაცრითა და ინტენსივობით. კარანტინის დროს აღარ მოხდება ელექტრონული კონტროლის სისტემის საშუალებით ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენა და აღარ დაწესდება აკრძალვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]