შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ბაქოში 3 აგვისტოს მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაილ ალაჰვერდიევი მართავდა "მაზდას" შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ახალგაზრდა მძღოლებს შორის გამართულმა შეჯიბრმა გამოიწვია.
ავარიის მონაწლე ორივე მძღოლი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მკაცრი ზომები იქნება მიღებული იმ თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული თანამდებობის, დამსახურებისა და ავტორიტეტისა, ვინც არ ემორჩილებიან სახელმწიფოს მეთაურის მოთხოვნას და თავისი მოქმედებით ავლენენ საზოგადოებისადმი უპატივცემულობას.