weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ სომხეთში იარაღის გადატანა არ დაუშვა – ალიევი

18:01 ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შეტანა არ დაუშვა. ამ საკითხზე ალიევმა ისაუბრა რამდენიმე მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობის მოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევს.

„საქართველოს მთავრობამ არ დაუშვა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი გადაეტანათ. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში იარაღი კასპიის ზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიის გავლით და საჰაერო გზით გადააქვთ.

საქართველო მოიქცა, როგორც ძალიან სანდო პარტნიორი. მინდა ამისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს. სახელმწიფოთაშორისო კავშირები დღითი დღე ძლიერდება. ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, უახლოეს დროში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

„ეს იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის პროგრამა ახლა მზადდება. ბევრი საკითხია. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორიული კავშირები, ისე საერთო ინტერესები. დღეს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებადი კავშირები და თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო და აზერბიაჯანი მჭიდრო კონტაქტში არიან და ეს გაგრძედლდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ონლაინ გამოცემა Haqqin.az-მა, რომელიც პროსამთავრობო მედიად მიიჩნევა, 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში იარაღი შევიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტატიას დეზინფორმაცია უწოდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რაღაც ინტერნეტ გამოცემის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ორ მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში კითხვების დასმა არასწორია  და სარისკოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]