weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას – მინისტრი

11:20 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ არუთუნიანი ითხოვს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას.

მინისტრის განცხადებით, ამ მოთხოვნით სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართავს. როგორც არაიკ არუთუნიანი წერს, სააკაშვილმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელიც მიმართულია სომხური თვითმყოფადობის, სიცოცხლის და თვითგამორკვევის უფლების წინააღმდეგ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაა და ამ ფაქტს არაფერი შეცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]