weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ჯაბრაილის რაიონის კიდევ 3 სოფელი აიღო

23:59 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის რაიონის კიდევ სამ სოფელზე - შიხალი აღალზე, სარიჯალსა და მაზრაზე, ასევე, სტრატეგიულ სიმაღლეებზე. 

ჩვენი გმირული არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!“, – დაწერა ალიევმა 5 ოქტომბრის საღამოს „ტვიტერზე“.

ბოლო დღეების განმავლობაში, ალიევმა 30-ზე მეტი სოფლის დაკავების შესახებ გამოაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანახმად, მათ შორისაა ჯაბრაილის რაიონული ცენტრი და აგრეთვე ყარაბაღის ჩრდილოეთში მდებარე სოფლები - თალიში და მადაგიზი.

ყარაბაღში მეცხრე დღეა რაც განახლებული შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ

27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ყარაბაღში დაბომბვის დროს დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, 7 ქალი და 11 მამაკაცია.

ომბუდსმენის ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტში, ასევე ქალაქებში - მარტუნში, ჰადრუთსა და მარტაკერტში. ამავე წყაროს ინფორმაციით, დაშავდა დაალოებით 80 ადამიანი, რომელთაგან 60-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

„გუშინ და დღეს აზერბაიჯანმა მძიმე რაკეტებით კვლავ დაბმომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები არცახის (მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა) დედაქალაქ სტეპანაკერტში. მორიგი დარტყმების შედეგად რეგისტრირებულია 4 დაღუპული და 10 დაჭრილი. დღევანდელი დარტყმების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მეორე მხარეც. 5 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ქალაქ განჯაში ერთ-ერთი დასახლება დაბომბა. ოფიცილური ინფორმაციის მიხედვით, ერთი დღით ადრე, 4 ოქტომბერს სომხეთმა დაბომბა დიდი ქალაქები - მინგეჩაური და განჯა, ხოლო ორშაბათს - ბარდა, აღჯაბადი და ბეილაგანი.

აზერბაიჯანული მხარის მონაცემებით, სომხეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 5 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, დაღუპული იყო 26 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაჭრილი - 127.

მთიანი ყარაბღის დე ფაქტო რეპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა დღეს განაცხადა, რომ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე სომხეთის სამხედროებმა უკან დაიხიეს, თუმცა, როგორც მან ახსნა, ეს ტაქტიკური სვლა იყო. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა. მისი თქმით, დღეს, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადგილას, თავდაცვის ჯარმა მიმართა ტაქტიკურ ხერხს - მტერს შეუქმნა უკან დახევის შთაბეჭდილება

მტერი, რომელიც ცდილობდა სომხური მხარის მიერ დატოვებული პოზიციების სწრაფად აღებას, ხაფანგში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ძლიერი საარტილერიო დარტყმის შედეგად, განადგურდა აზერბაიჯანული დანაყოფის უმეტესი ნაწილი. ბრძოლის ველზე 200-ზე მეტი დაღუპული სამხედრო მოსამსახურე დარჩა, მტერი გაიქცა“, – განაცხადა სტეპანიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯარიდან დემობილიზებულ ახალგაზრდებს, ნებაყოფლობით გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთმა 223 სამხედრო დაკარგა. აზერბაიჯანი დაღუპული სამხედროების რაოდენობას არ ასახელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]