weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირანმა სომხეთი და აზერბაიჯანი გააფრთხილა

18:44 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

ირანის ისლამურმა სახელმწიფომ კიდევ გააფრთხილა მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომ მისი სასაზღვრო რაიონების მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმები რეაგირების გარეშე აღარ დარჩება.

„სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ირანის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი შეიარაღებული ძალების წითელი ხაზია და დარტყმების გამეორების შემთხვევაში ირანის ისლამური რესპუბლიკა გულგრილი არ იქნება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხათიბზადემ.

სააგენტო IRNA-ს ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გახსნილი ცეცხლის შედეგად ხოდა აფარინის სასაზღვრო რაიონის სოფლებში 10 რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. აღნიშნული რაიონი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. ირანს არ დაუსახელებია, რომელ მხარეს ადანაშაულებს მომხდარში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]