weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომეხთა კათოლიკოსი მიღწეული შეთანხმების შესახებ განმარტებას ითხოვს

11:44 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, ამომწურავი განმარტება გააკეთოს იმის შესახებ, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად ერთობლივი განცხადების ხელმოწერას. 

სომხური ეკლესიის მეთაურმა დღეს ხალხს მიმართა და ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ბოლო საათებში განვითარებულმა მოვლენებმა, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თითოეული ჩვენგანის სული ააღელვა... მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ ემოციებს, თავი შეიკავოთ ძალადობისა და არეულობისგან“, – განაცხადა კათოლიკოსმა.

მისივე თქმით, კრიზისი უნდა დარეგულირდეს „სომხეთისა და არცახის საერთო სამხედრო-პოლიტიკური ძალისხმევის შედეგად“.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სომხეთისა და არცახის ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ წარმოუდგინონ ჩვენს ხალხს დასაბუთებული და ყოვლისმომცველი განმარტება მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე მათი გავლენის შესახებ“, – განაცხადა სომეხთა კათოლიკოსმა.

გასულ ღამეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში; ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში.

ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებამ მისი თანამემამულეების პროტესტი გამოიწვია. სომხეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ქვეყნის ღალატია. გვიან ღამით, ათასობით დემონსტრანტი ერევნის ცენტრში გამოვიდა. ისინი სომხეთის მთავრობისა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, დაარბიეს ფაშინიანის სამუშაო ოთახი და ჩამოხსნეს სახელმწიფო სიმბოლოები. დემონსტრანტებმა სასტიკად სცემეს პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ხელმოწერილ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ის სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]