weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

კრემლმა ყარაბაღის შესახებ ფაშინიანის, ალიევისა და პუტინის განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა

13:54 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

კრემლმა ყარაბაღის საკითხზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა.

განცხადებას ხელი 9 ნოემბერს მოეწერა. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცხადდება ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი დაუბრუნდება აზერბაიჯანის რესპუბლიკას 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიან ყარაბაღის შეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკის სახით.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტის ყოფნის ვადაა 5 წელი. ეს ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 5 წლით, თუ რომელიმე მხარე ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არ განაცხადებს არსებული ვითარების შეცვლის განზრახვის შესახებ.

5. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის სამშვიდობო ცენტრი.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. ლაჩინის დერეფანი (სიგანე 5 კილომეტრი), რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას, დარჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლქვეშ.

მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო სამ წელიწადში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სამოძრაო მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირს. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, ორივე მიმართულებით, მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის გადაადგილების უსაფრთხოებას.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზე დაბრუნდებიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლის ქვეშ.

8. მოხდება სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებული პირების და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უსაფრთხოებას, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

მხარეთა შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან დააკავშირებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]