weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ერევანში ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

09:40 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

სომხეთის დედაქალაქში 10 ნოემბერს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, ედუარდ აღაჯანიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ექვსი დაკავებულიდან ორი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანზე თავდასხმაში.

„ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა აღაჯანიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. 10 ნოემბერს, გვიან ღამით, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ასობით ადამიანი ერევნის ცენტრში გამოვიდა. დემონსტრანტები პარლამენტისა და მთავრობის შენობაში შეიჭრდნენ და დაარბიეს. გარდა ამისა, მათ ავტომობილიდან გადმოათრიეს პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანი და სასტიკად სცემეს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]