weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით უშიშროების ყოფილი დირექტორი დააკავეს

23:57 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

სომხეთში ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი დააკავეს. მისი ადვოკატის, ლუსინე სააკიანის განცხადებით, არტურ ვანეციანს ბრალი ედება ხელისუფლების მიტაცებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებაში.

„ეს არის სამარცხვინო პოლიტიკური დევნა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით შენარჩუნებას, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამების ბოლომდე მიყვანას და მტრისთვის სამშობლოს დათმობას“, – აცხადებს ლუსინე სააკიანი.

ადვოკატის ინფორმაციით, არტურ ვანეციანი დღეს გამოიძახეს უშიშროების სამსახურში, სადაც დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]