weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი საექსპორტო მატარებელი საქართველოში შემოვიდა

11:23 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

მატარებელი, რომელსაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთი თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით გადააქვს, 8 დეკემბერს, გვიან საღამოს, საქართველოში შემოვიდა და ახალქალაქის სადგურზე გაჩერდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება. მატარებელი თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა, 8693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს და ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ეს ისტორიული ფაქტია.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი დაიძრა და პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი მიემგზავრება.

ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად. ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობები მიემართება ჩინეთისკენ და ჩვენ ვხედავთ ამ ლოგისტიკის გაუმჯობესების გზით ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგ შესაძლებლობას“, - ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]