weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფაშინიანმა მოქალაქეების პროტესტის გამო აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონში ვიზიტი შეწყვიტა

15:46 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სიუნიქის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფმა ქალაქ გორისისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, ვიზიტი შეეწყვიტა.

ფაშინიანი დღეს აზერბაიჯანის მოსაზღვრე სიუნიქის რეგიონის სამ ქალაქში - გორისში, კაპანში, სისიანსა და მეგრისში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა სისიანში განაცხადა, რომ ვიზიტს წყვეტდა.

გუშინ ქალაქ გორისის მერმა არუშ არუშანიანმა მოქალაქეებს მოუწოდა საპროტესტო აქციაზე გამოსულიყვნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ პერმიერ-მინისტრის შესვლისთვის. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამ განცხადების შემდეგ მერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ვიცე-მერი აცხადებს, რომ არუშანიანს თავისუფლება უკანონოდ აქვს აღკვეთილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით სიუნიქში წუხელ 2000-მდე სამართალდამცველი მიავლინეს. როდესაც მოქლაქეებმა გზის გახსნა და წინ წაწევა სცადეს, მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე ისმოდა შეძახილები „ნიკოლ - მოღალატე!“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გზას მანამდე არ გახსნიან, ვიდრე მერს, არუშ არუშანიანს არ გაათავისუფლებენ.

„არუშუნიანი უკანონოდ არის დაკავებული. ვითხოვთ მის გათავისუფლებას. როდესაც მოვა და იტყვის, რომ თავისუფალია, მოძრაობას გავხსნით“, – ციტირებს სომხური მედია აქციის მონაწილეების განცხადებას.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სიუნიქის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა რეგიონის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, სახელმწიფოთაშორისი გზა და ვოროტანის ჰიდროელექტროსადგური.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ სიუნიქის ოლქში ადგილობრივი მცხოვრებლების შეკითხვებისთვის პასუხის გასაცემად მიდიოდა და არა ვითარების გასამწვავებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]