weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალიევი, ფაშინიანი და პუტინი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე შეთანხმდნენ

22:13 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგად მთიანი ყარაბაღის განვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტს ხელს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ.

დოკუმენტის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, 2021 წლის იანვრის ბოლომდე, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მათი პრიორიტეტი საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა იქნება. 2021 წლის მარტამდე სამუშაო ჯგუფი დასამტკიცებლად წარადგენს იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და აღჭურვის ღონისძიებების სიასა და განხორციელების გრაფიკს, რაც აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოების ორგანიზების და ტრანზიტისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმებების განხორციელება სარგებელს მოუტანს როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ხალხს და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სარგებელს მოუტანს მთლიან რეგიონს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გამწვავდა. 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას). აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. რუსეთმა ყარაბაღში სამშვიდობოები გაგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]