weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია იწყება

10:59 შაბათი, 16 იანვარი 2021

აზერბაიჯანში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალი კვირიდან იწყება. ქვეყანაში უკვე შეიტანეს ჩინური მწარმოებლის Sinovac-ის ვაქცინების პირველი ნაწილი. დასაწყისისთვის კორონავრუსზე ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან.

ვაქცინაციამდე მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. აცრის შემთხვევაში, ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში მათ ექიმები დააკვირდებიან და თუ გვერდითი ეფექტები არ გამოუვლინდებათ, სახლში გაუშვებენ.

„აზერბაიჯანი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადადის. მომდევნო კვირაში აზერბაიჯანში ვაქცინაცია დაიწყება. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩინური წარმოების ვაქცინა შეიძინეს. ამ, ისევე როგორც ყველა საკითხში, აზერბაიჯანმა თურქეთთან სოლიდარობა გამოავლინა“, – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის უფროსმა იბრაგიმ მამედოვმა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

რამდენიმე დღის წინა კორონავირუსზე ჩინური ვაქცინით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აიცრა. ვაქცინაცია ორ ეტაპად, 28 დღიანი შუალედით ტარება. თურქეთმა 50 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შეუკვეთა, საიდანაც 3 მილიონი უკვე მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]