weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში ჩინური Sinovac-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყეს

22:03 ორშაბათი, 18 იანვარი 2021
ფოტოზე - აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ფოტოზე - აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით დაიწყო. პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები იცრებიან.

ვაქცინა უკვე გაიკეთეს აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული განკარგულებით, ადამიანები, რომლებიც აცრას ჩაიტარებენ, სპეციალურ პასპორტს მიიღებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსზე 3399 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 503 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში კოროკავირუსის სულ 227 391 შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 215 771 ადამიანი, ხოლო 3022 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]