weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

სომხეთის მთავრობის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

12:25 პარასკევი, 29 იანვარი 2021

სომხეთის დედაქალაქში ხუთი ადამიანი დააკავეს მთავრობის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 28 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, მიტინგის დროს, პირთა ჯგუფმა, წინასწარი შეთანხმებით, სცადა სომხეთის მთავრობის შენობის ხელში ჩაგდება. მათ ბრალი უკვე წარედგინათ და გამოძიება მიმდინარეობს.

გუშინ რამდენიმე ასეული ადამიანი ერევნის ცენტრში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, ასევე მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მთიან ყარაბარში ომის წაგებაში ნიკოლ ფაშნიანია დამნაშავე. მათმა ნაწილმა მთავრობის შენობაში შეჭრა სცადა.

აქციის მონაწილეებმა გენერალურ პრკურატურასთან გადაინაცვლეს. როგორც „სომხეთის ეროვნული გვარდიის“ ხემძღვანელმა არშაკ ზაქარიანმა განაცხადა, თუ გენპროკურორი არ დააკავეს ფაშინიანს, მაშინ პასუხისმგებლობას იღებენ, ისიც თავად დააკავონ, რადგან ხალხის მოთხოვნას არ ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]