weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანის ომბუდსმენი ფონიჭალაში ბავშვების შესაძლო ნიშნობას ეხმაურება

15:37 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა ფონიჭალაში არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საბინა ალიევამ, საკითხის სერიოზულობის გათვალისწინებით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს სთხოვა დაუყოვნებლივ გამოიძიონ ფაქტი და ბავშვების უფლებების დასაცავად ზომები მიიღონ.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ორი არასრულწლოვნის სავარაუდო ნიშნობას ასახავს. ვიდეომასალაში ჩანან სრულწლოვანი ადამიანებიც. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ასაკი 11 წელია, ბიჭის კი – 15.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

საკითხზე მოკლვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც. ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას.

„აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე შეფასებით, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა.

„აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]