weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აზერბაიჯანს მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი – ღარიბაშვილი

15:45 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ერთ-ერთ პირველ ვიზიტს აზერბაიჯანში გეგმავს. მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც ბრძენი მმართველი ჰყავს.

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ სხდომაზე ღარიბაშვილმა განცხადება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის ღალატის და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების მაგალითი.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორ საშუალებას მოგვცემს კოვიდ-სიტუაცია. ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება.

ის სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოებენ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითია, რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე, ამ დროს თავად, ეს შემსრულებლები ვინც არიან, თავად აღიარეს მათ, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატი არის, აბა, რა არის ეს. რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? რომელ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? ევროპა დამისახელეთ, არა ევროპა, აფრიკაში ნებისმიერი სახელმწიფო. ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს. ასე არ შეიძლება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი იყო და იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან. ეს ასე რომ გაგრძელებულიყო, ამას ხომ ვერ დამალავდნენ, ამას ხომ გაიგებდა საზოგადოება, ამაზე საუბრობდა ჩვენი ეკლესია. საუბრობდა, რომ არასწორი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ კომისიის მიერ 2012-წლამდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]