weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

რამზან კადიროვის მიერ ინიცირებული პროგრამით ჩეჩნეთში 948 განქორწინებული წყვილი შეარიგეს

01:33 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ინიციატივით უკვე ერთი თვეა ჩეჩნეთში განქორწინებულ მეუღლეებს არიგებენ. ადგილობრივი ტელეკომპანია "გროზნი"-ს ინფორმაციით, ერთ თვეში 948 ოჯახი გამთლიანდა.

წყვილების შესარიგებლად სპეციალური კომისიები იქმნება, რომელთა შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თეოლოგები და ფსიქოლოგები შედიან.

პროგრამის წარმატების შესახებ "გროზნი"-ს საინფორმაციო გამოშვებაში რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რუსტამ აბაზოვმა ისაუბრა.

"პროგრამა რამზან ახმადის ძე კადიროვმა იმდენად ზუსტად შეიმუშავა, რომ მის განხორციელებაში არანაირი სირთულე არ გვექმნება. მსურს ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ქვეყანაში ასეთი პროგრამა არ ყოფილა, ანუ ასეთი ისტორიული ფაქტი არ არსებობს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც რეგიონის მეთაურის მოწოდებას ხალხი ასეთი მასშტაბით პასუხობს. ეს ჩვენი ეროვნული ლიდერის პატივისცემა და დაფასებაა იმიტომ, რომ რამზან ახმადის ძის სიტყვა და საქმე არასოდეს ცდება ერთმანეთს",- აღნიშნა აბაზოვმა.

ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთში განქორწინებულების შერიგებას იძულების სახე აქვს და მთავარი არა წყვილების ნება, არამედ კადიროვის სურვილია. ამასთან დაკავშირებით შემრიგებელი კომისიის წევრები აცხადებენ: "ფსევდო-ჟურნალისტების ასეთი მიდგომის ახსნა შესაძლებელია. ჩეჩნეთის შესახებ მასალები ყოველთვის კარგად იყიდება. თუმცა, შედეგი სახეზეა - სულ რაღაც ერთ თვეში ასობით ოჯახი აღდგა. ეს არის ყველაზე მთავრი".

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]