weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

17:26 კვირა, 25 აპრილი 2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც გადადგნენ, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად არის საჭირო. სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ფაშინიანი და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებზე დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდნენ. არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ფაშინიანი და მისი პარტია - „ჩემი ნაბიჯი“.

„2020 წელს ჩვენ კატასტროფული მოვლენები გადავიტანეთ, რომელთა მიზეზებზე, საფუძვლებსა და გადაჭრის გზებზე პრაქტიკულად ყველამ გამოთქვა აზრი: პოლიტიკურმა პარტიებმა, მთავრობის წევრებმა, ინტელიგენციამ, სასულიერო პირებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. ახლა ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თქვას თავისი სიტყვა, შეაფასოს წარსული და დღევანდელი დღე, მიიღოს გადაწყვეტილება მომავალზე. იმისთვის, რომ შეიქმნას ასეთი შესაძლებლობა, ტარდება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად საჭიროა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგეს და შემდეგ, პარლამენტმა ორჯერ არ დაამტკიცოს ახალი პრემიერის კანდიდატურა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის სექტემბერ-ნოემბერში, ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ შეიქმნა. ფაშინიანს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად 9 ნოებერს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც სომხეთის ჯარმა ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]