weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ლატვიამ სომეხთა გენოციდი აღიარა

10:38 პარასკევი, 07 მაისი 2021

ლატვიამ ოსმალეთის იმპერიაში, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი აღიარა. შესაბამისი დეკლარაცია ქვეყნის სეიმმა (პარლამენტმა) 6 მაისს მიიღო.

დეკლარაცია სეიმის 40-მა დეპუტატმა მოამზადა. სეიმი გმობს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებებს, მათ შორის, მათ მკვლელობას და იძულებით გადაადგილებას. სეიმი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში დიდი რაოდენობით სომხები იქნენ იძულებით დეპორტირებული იმპერიის სხვა რეგიონებში და დაიღუპნენ შიმშილის, წამების და მკვლელობების შედეგად.

დეპუტატები ასევე გამოხატავენ თავიანთ რწმენას, რომ ისტორიულ საკითხებზე ღია და თავისუფალი დისკუსია პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანმრთელი და ზრდასრული დემოკრატიის ჩამოყალიბებასთან. სეიმი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეაფასოს ეს ისტორიული მოვლენები და მზერა მიაპყროს „მომავალს, რომლის აშენებაც გვსურს - ძალადობისგან და შეუწყნარებლობისგან თავისუფალი; მომავალი, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და თითოეულ ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი თავისუფლად და უსაფრთხოდ“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სომეხთა გენოციდის საყოველთაო აღიარებისა და დაგმობისთვის. ეს დეკლარაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობისა და სიმართლის აღდგენის თვალსაზრისით, არამედ მომავალში მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად. გენოციდის საყოველთაო აღიარება არის სომეხი ხალხის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია რეგიონში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის სეიმის გადაწყვეტილება დაგმო და დოკუმენტს „პოლიტიკური მოტივით ისტორიის გადაწერის უსუსური მცდელობა“ უწოდა.

სხვადასხვა შეფასებით, ოსმალეთის იმპერიაში, 2015-1923 წლებში, 600 ათასიდან 1.5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა. სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდიდად ცნობილია 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართ.

ცოტა ხნის წინ სომეხთა გენოციდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]