weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზერბაიჯანში სააგენტო Turan-ის დირექტორი დააკავეს

11:14 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ (Turan) დირექტორი მეჰმან ალიევი დააკავეს. სააგენტოს ინფორმაციით, ალიევი გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. დაყადაღებულია მედია ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

პროკურატურა მეჰმან ალიევს დაახლოებით 22 ათასი დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება. ალიევი ბრალდებებს უარყოფს.

„თურანის“ ხელმძღვანელის დაკავებას გამოეხმაურნენ ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი. მათ ხელისუფლებას Turan-ის თანამშრომლების დევნის შეწყვეტისა და სააგენტოს მუშაობაში ჩაურევლობისკენ მოუწოდეს.

საგადასახადო ზედამხედველობის სამსახური საინფორმაციო სააგენტოში 16 აგვისტოს შევიდა. სააგენტოს თანამშრომლებმა გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, მეჰმან ალიევი კი აცხადებდა, რომ ორგანიზაციას არანაირი ფინანსური დარღვევა არ აქვს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ შეფასებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება საგადასახადო დარღვევების თაობაზე ბრალდებით დევნის ბოლო დამოუკიდებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ქვეყანაში. უფლებადამცველთა 2017 წლის ანგარიშში პრესის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყანას შორის აზერბაიჯანი 162-ე ადგილს იკავებს.

საინფორმაციო სააგენტო „თურანი“ 1990 წელს დაარსდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 1-ლი სექტემბრიდან „თურანი“ მუშაობას დროებით შეწყვეტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]