weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ფაშინიანი ალიევს ტყვეების სანაცვლოდ შვილს სთავაზობს

10:54 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარი ვაჟის გადაცემას სთავაზობს.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანმა ეს განცხადება ქალაქ აპარანში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა, რითიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს უპასუხა. სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა აზერბაიჯანში დატყვევებულ 20-25 ჯარისკაცში საკუთარი შვილი გაცვალოს.

„თანახმა ვარ. ოფიციალურად მივმართავ ალიევს: ვთავაზობ საკუთარ შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ, ხოლო სერჟიკასა და რობიკს (ყოფილი პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოჩარიანი), როგორც ადამიანებით ვაჭრობაში სპეციალისტებს, ვაძლევ უფლებამოსილებას ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოონ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]