weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

10:26 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ პარტიამ ხმების 53.92% მიიღო, ხოლო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა „აიასტანი“ – 21%.

სხვა პარტიების/ბლოკების შედეგები ასეთია: ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის ბლოკი „მაქვს პატივი“ – 5.23%; ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 3.96%.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბლოკმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ხოლო პარტიამ ხმების მინიმუმ 5% მოიპოვოს. არჩევნებში სულ 25 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა და ბლოკებმა ბარიების გადალახვა ვერ შეძლეს.

არჩევნებში აქტივობა 49.4% იყო.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]