weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორი კადიროვის „მტრებს“ მოკვლით დაემუქრა

10:37 სამშაბათი, 22 ივნისი 2021
ფოტოზე - ახმადოვი და კადიროვი ფოტოზე - ახმადოვი და კადიროვი

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია გროზნის დირექტორი, ჩინგიზ ახმადოვი ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის კრიტიკოსებს საჯაროდ დაემუქრა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ კადიროვის მტერი მისი პირადი და ჩეჩენი ხალხის მტერია.

„და თუ ვინმეს მოკვლაა საჭირო, ვინც იმსახურებს სიკვდილს, მოვკლავთ. თუ ვინმე საცემია, ვცემთ, თუ სიტყვის თქმა იქნება საჭირო, ვიტყვით“, – აცხადებს ახმადოვი, რომელიც ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ერთი წლის წინ რამზან კადიროვის რეკომენდაციით დაინიშნა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინგიზ ახმედოვი კადიროვის ოპონენტებს დაემუქრა. ამასთან, გასულ თვეებში ტელეკომპანია „გროზნი“ საკუთარ ეთერში რეგულარულად აჩვენებდა კადრებს, სადაც ადამიანები, რომლებიც მანამდე კადიროვს აკრიტიკებდნენ, მის წინაშე ბოდიშს იხდიდნენ.

აპრილში ჩინგიზ ახმადოვმა სასამართლოში იჩივლა და მოითხოვა YouTube-ის არხიდან გამოცემა „პროექტის“ იმ საგამოძიებო მასალის წაშლა, რომელიც რამზან კადიროვის ცოლებს ეხება. ამ მოთხოვნის საფუძვლად „გროზნის“ კადრების უნებართვოდ გამოყენებას ასახელებდა. სასამართლომ სარჩელი მოსარჩელეს უკან დაუბრუნა სახელმწიფო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო. რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, მასალის მიხედვით, რამზან კადიროვს მეორე ცოლი ჰყავს, რომელიც რუსეთში რამდენიმე ბინას, გროზნოსთან კი სახლს ფლობს. „როსრეესტრი“ სახლის კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტებში კადიროვის მეორე ცოლის ვინაობას ასაიდულოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]