ახალი ამბების სააგენტო APA-ს ცნობით, ხანძრის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 10 ბრიგადაა მობილიზებული, თუმცა მათ საწყობის ტერიტორიაზე არ უშვებენ, რადგან ხანძარი ჩამქრალი არ არის.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენისა და უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.